Copywriter

The job I love 🌸

My work experience as a copywriter counts 4 varied years. The first professional steps as a copywriter I took in the digital advertising agency "Hydra". In parallel with the development of my writing skills, I was actively involved in the process of creating and advertising content.

Currently, I am a member of the marketing team of TBC Insurance. Before coming to this big, warm, and fun squad, I went through a not-so-long but exciting way. From making simple notes to copywriting, I went through a dense forest, and when I got out in the sun, instead of enjoying the comfort zone in front of me, I decided to go into a larger forest, take on creative challenges, and eventually ended up at the company with the best brand communication in Georgia.

Before that, I worked with different companies. My blogs, social media posts, and other texts include areas such as wine and spirits, beauty and personal care, development, information technology, e-commerce, accessories, and more.

Today, I have one answer to the question - what do I do at work, at home, or in my free time: I write and create, I do what I love.

საქმე, რომელიც მიყვარს 🌸

ჩემი, როგორც ქოფირაითერის სამუშაო გამოცდილება ითვლის 4 მრავალფეროვან წელიწადს. პირველი პროფესიული ნაბიჯები ამ მიმართულებით გადავდგი ციფრულ სარეკლამო სააგენტო "ჰიდრაში". წერითი უნარების განვითარების პარალელურად აქტიურად ვიყავი ჩართული კონტენტის შექმნისა და რეკლამირების პროცესში.

ამჟამად თიბისი დაზღვევის მარკეტინგის ცეცხლოვანი გუნდის წევრი ვარ. ამ თბილ და მხიარულ ოჯახში მოსვლამდე არც თუ ისე გრძელი, მაგრამ საინტერესო გზა გამოვიარე. დღიურში უბრალო ჩანაწერების კეთებიდან ქოფირაითერობამდე ბევრი უღრანი ტყე ვკაფე და როცა სამშვიდობოს გავედი, ნაცვლად ჩემ წინ გადაშლილი კომფორტის ზონით ტკბობისა, გადავწყვიტე უფრო დიდ ტყეში შევსულიყავი, კრეატიული გამოწვევებით დავხუნძლულიყავი და, საბოლოოდ, აღმოვჩნდი კომპანიაში, რომელსაც ამჟამად ბრენდის საუკეთესო კომუნიკაცი აქვს.

მანამდე ვმუშაობდი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულ კომპანიებთან. ჩემი ბლოგები, სოც. მედია პოსტები თუ სხვა ქოფები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ალკოჰოლური სასმელები, მარანი, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები, დეველოპმენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, იქომერსი, აქსესუარები და სხვ.

დღეს კითხვებზე – რას ვაკეთებ სამსახურში, სახლში ან თავისუფალ დროს, მაქვს ერთი პასუხი: იმას, რაც მიყვარს – ვწერ და ვქმნი.