I was 15 when I first saw the Axe Effect advertising - Even Angels Fall. This was the second, I believed in love at first sight and finally decided to apply to ESM (Free University), study marketing and make a lot of good ads.
Of course, even before university I realized that from the love of good advertising to creating it, I would have to climb nine mountains and cross nine seas, which my years at Free Uni made me even more convinced of. I have always loved the mountains and somehow climbed them, but here I was constantly having problems with the water and the ESM turned out to be not that good ship, so I moved on to a better ark and took a full course in digital marketing at the PR academy. While swimming in the not-so-blue ocean, I discovered that my diary notes (which, it should be noted, I have been making since I was 7) have turned into more subtle, velvety sketches. Meanwhile, Diesel launched the Go With The Flaw campaign and, as it often happens, the love of adolescence was replaced by more serious feelings. Aside from being the most beautiful video for me visually, I think it has the perfect copywriting. These four words have shown me how powerful a well-chosen and sorted word could be.
Long story short, education in the right direction and a little storyteller living in me, made me write down the tales in my head on the paper.
15 წლის ვიყავი, პირველად რომ Axe Effect-ის რეკლამა - Even Angels Fall ვნახე. ერთი ნახვით სიყვარულის მაშინ ვიწამე, საბოლოოდ გადავიფიქრე იურისტობა და გამოვაცხადე, რომ ESM-ში უნდა ჩამებარებინა, მარკეტინგი მესწავლა და ბევრი კარგი რეკლამა გადამეღო. ჩემებმა, ალბათ ისევე როგორც მე, მთლად ბოლომდე ვერ გაიგეს, რა მინდოდა, მაგრამ ჩემგან "დოხტური" რომ არ გამოვიდოდა, ყოველთვის იცოდნენ, ამიტომ ყველამ ერთად მივეცით "ნიჭსა გზა ფართო".
რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ უნივერსიტეტამდე ვხვდებოდი, რომ კარგი რეკლამის სიყვარულიდან მის შექმნამდე ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვა მომიწევდა, რაშიც Free Uni-ში გატარებულმა წლებმა კიდევ მეტად დამარწმუნა. მთები ყოველთვის მიყვარდა და როგორმე დავლაშქრავდი, მაგრამ წყალთან მუდმივად პრობელმა მქონდა და ვერც ESM აღმოჩნდა მაინც და მაინც კარგი ხომალდი, ამიტომ უკეთეს გემზე გადავინაცვლე და PR აკადემიაში ციფრული მარკეტინგის სრული კურსი გავიარე. არც თუ ისე ლურჯ ოკეანეებში ცურვის დროს აღმოვაჩინე, რომ ჩემი დღიურის ჩანაწერები (რომლებსაც, უნდა აღინიშნოს, 7 წლიდან ვაწარმოებდი) ჩვეულებრივი ტექსტებიდან უფრო დახვეწილ, ხავერდოვან ჩანახატებად იქცა. ამასობაში, Diesel-მა დაიწყო კამპანია Go with the flaw და, როგორც ხდება ხოლმე, თინეიჯერობის სიყვარული უფრო სერიოზულმა გრძნობებმა შემიცვალა. გარდა იმისა, რომ ჩემთვის ყველაზე ლამაზი ვიდეო რგოლია ვიზუალურად, მგონია, რომ იდეალური ქოფი აქვს. ამ ოთხმა სიტყვამ დამანახა, რამხელა ძალა აქვს სწორად შერჩეულ და დალაგებულ სიტყვებს.
ბოლო 1 წლის განმავლობაში წყალში ვერა, მაგრამ შემოქმედებით სივრცეში ლავირება შესამჩნევად დავხვეწე, რაშიც დიდ როლს თამაშობს თიბი დაზღვევა და ქვეყნის საუკეთესო "კრეატივშიკებთან" ურთიერთობა. ამასთან, გავიარე ქუცა რუხაძის ქოფირაითინგის კურსი, რომელმაც კიდევ უფრო შემმატა თავდაჯერება და უნარები ინსაითების ხვნასა თუ კონცეფციების თესვაში.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, არაერთმა ფაქტორმა, სწორი მიმართულებით მიღებულმა განათლებამ, ჩემში მცხოვრებმა ჯერჯერობით პატარა მეზღაპრემ და უამრავმა მოსათხრობმა ამბავმა გადამაწყვეტინა ვწერო ყველაფერზე, რასაც ჩემი კალამი თუ არა კლავიატურა მაინც გასწვდება.